საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი და მასთან დაკავშირებული საერთაშორისო გამოხმაურებები პოლიტიკური შეფასებების თემაა

30 ოქტ 2026

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი და მასთან დაკავშირებული საერთაშორისო გამოხმაურებები პოლიტიკური შეფასებების თემაა.

''ქართული ოცნება" გარე აქტორებს ქვეყნის მართლმსაჯულებაში უხეშ ჩარევაში ადანაშაულებს.

ცნობისთვის, დღეს ევროპელი ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა და პარტია "ლელოს" მხარდაჭერა გამოუცხადა.

''ჩვენმა მხარემ საკონსტიტუციო სასამართლოში, წარადგინა ძალიან დასაბუთებული სარჩელი და ძალიან საინტერესო იყო მსჯელობაც ამ სარჩელის გარშემო. მეორე მხარეს ვხედავთ აბსოლუტურად არასწორ - დროის გაწელვის ტაქტიკას. ამას აქვს ერთი მარტივი ახსნა, რომ სინამდვილეში საპასუხო არაფერი აქვთ. მოისმინეთ ალბათ მათი პასუხები და თითოეული მათგანი არის სრულიად არადამაჯერებელი. არის მარტივი, მშრალი პოლიტიკური განცხადებები, თუმცა ვერაფერს უპირისპირებენ იმ დასაბუთებულ სარჩელს, სადაც აღწერილია ერთადერთი რამ, რომ ეს პოლიტიკური პარტიები მთელი ამ დროის განმავლობაში, დაწყებული 2003 წლიდან, არიან დაკავებულები მხოლოდ და მხოლოდ საბოტაჟით ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. მათი გამუდმებული ზრუნვის საგანია კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა და ამას ისინი აკეთებენ ქმედითი მცდელობებით, რაც ძალიან თვალსაჩინოა. ეს არის აღწერილი კონსტიტუციურ სარჩელში და, რა თქმა უნდა, რაც ფაქტია, იმაზე რთულია რაიმე ხელშესახების დაპირისპირება" - აღნიშნა პრემიერმა.