30 ოქტ 2026
საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ სარჩელის განხილვა დღეისთვის დასრულებულია.
მთელი დღის მანძილზე პლენუმი "ძლიერი საქართველო - ლელოს" და "გახარია საქართველოსთვის" პარტიების წევრებს უსმენდა.
მოპასუხე მხარე ცდილობდა პლენუმი სარჩელის არაკონსტიტუციურობაში დაერწმუნებინა. მათ რამდენჯერმე მიიღეს შენიშვნა, ტრიბუნა პოლიტიკური განცხადებებისთვის არ გამოეყენებინათ.
"ასეთი მანიპულაციებით ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ ალბათ საზოგადოება, იმიტომ რომ ათვითცნობიერებენ მათ გამოსვლას უსმენს საზოგადოება, მაგრამ სასამართლოს ბუნებრივია ამით შეცდომაში ვერ შეიყვანენ, იმიტომ, რომ ჩვენც გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ შესაბამისი პასუხები გავცეთ. გარდა ამისა, კიდევ ისაუბრეს იმაზე, რომ თითქოს კოალიციები არ არსებობს საკრებულოებში, არადა რამდენიმე საკრებულოში საზოგადოებას ახსოვს, რომ მათ შექმნეს კოალიციები, ისინი "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად ქმნიდნენ ამ კოალიციებს, იღებდნენ ერთობლივად გადაწყვეტილებებს და ასე შემდგომ, ასე რომ ასეთი სხვა ან არაერთი ტყუილიც ითქვა მათ გამოსვლაში რაზეც ოდნავ მოგვიანებით უფრო მეტს ვისაუბრებთ," - განაცხადა გიორგი კახიანმა.