კულტურის მინისტრმა ზესტაფონში თეატრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

30 ოქტ 2026

კულტურის მინისტრი, ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში არსებულ ინფრასტრუქტურულ და ტექნიკურ მდგომარეობას გაეცნო.  

თეატრის რეაბილიტაციის საჭიროებასა და ფუნქციონირების შესახებ თეატრის დირექტორმა ვახტანგ ჯუღელმა ისაუბრა. თეატრის შენობა ავარიულ მდგომარეობაშია და მასშტაბურ რეაბილიტაციას საჭიროებს.

შენობის რეაბილიტაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. 

პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.