ცოტნე ანანიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან და აპარატის თანამშრომლებთან ერთად სეზონური გრიპის საწინააღმდეგო საყოველთაო ვაქცინაციის კამპანიას შეუერთდა

30 ოქტ 2026

ცოტნე ანანიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან და აპარატის თანამშრომლებთან ერთად სეზონური გრიპის საწინააღმდეგო საყოველთაო ვაქცინაციის კამპანიას შეუერთდა. 

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, ვაქცინაცია სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და მოქალაქეებისთვის უფასოა

"ჯანმრთელობაზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. ვაქცინაციის მიზანია სეზონური გრიპის პრევენცია, ჯანმრთელობის დაცვა და ვირუსის გავრცელებით გამოწვეული რისკების შემცირება.

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ ფრანგული წარმოების, სამკომპონენტიანი სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა (Vaxigrip) შეიძინა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორისაა.

ვაქცინაცია სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და მოქალაქეებისთვის უფასოა. აცრის ჩატარება 6 თვის ასაკიდან შესაძლებელია ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში," - წერს ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.