ქობულეთში ახალი შიდა სამარშრუტო ხაზი ამოქმედდა

30 ოქტ 2026

ქობულეთში ორი მიმართულებით შიდა სამარშრუტო ხაზი - ბობოყვათი -ღაღაიშვილები - ამოქმედდა.

შპს „ქობულეთის ტრანსრეგულირების“ გადაწყვეტილებას ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა კენჭი უყარეს.

მგზავრობის საფასური ერთი ლარი იქნება. ამასთან, სტუდენტებისთვის, მანდატურებისთვის, უფასო სასადილოს ბენეფიციარებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, პედაგოგებისთვის, მოსწავლეებისა და ომის ვეტერანებისთვის შეღავათები იმოქმედებს.

დღესვე დეპუტატებმა მუნიციპალიტეტის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.

მიმდინარე სხდომაზე საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საწყისი წლიური საიჯარო საფასურის განსაზღვრას.

სხდომაზე დეპუტატებმა ასევე მოისმინეს ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის, იოსებ ჟღენტის, ერთწლიანი საქმიანობის ანგარიში.