ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს

30 ოქტ 2026

„ეკონომიკისა და ბიზნესის გლობალური გამოწვევები და მდგრადი განვითარება 2026“ - ამ სახელწოდებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს.

ღონისძიებაში საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლები მონაწილეობენ. ქართულ მხარესთან ერთად, კონფერენციაში ჩართული არიან იტალიის, პოლონეთის, ლიეტუვის, უკრაინის, თურქეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, უზბეკეთისა და მოლდოვის წარმომადგენლები.

კონფერენციის ფარგლებში მომხსენებლები ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში არსებულ გლობალურ გამოწვევებს განიხილავენ, ასევე აუდიტორიას სამეცნიერო კვლევების შედეგებსა და საერთაშორისო გამოცდილებას უზიარებენ.

ხვალ, კონფერენციის მეორე დღეს, მსჯელობა მრგვალი მაგიდის ფორმატში გაგრძელდება.

კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით უკვე მეხუთედ ტარდება.