30 ოქტ 2026
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში, ალექსანდრე დარახველიძემ საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის საკითხებზე გამართული ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მან ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე, მის პრევენციასა და სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
უწყების ინფორმაციით, ასევე გაიმართა ორმხრივი შეხვედრა ვიცე-გუბერნატორსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან, რომელიც საქართველოს დელეგაციას მასპინძლობს.
შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილეს.