30 ოქტ 2026
საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე, ასევე ორმხრივი შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხზეც ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ამ საკითხის ნაწილია გარეჯის მონასტერიც და შესაბამისი ტერიტორია.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, მხარეები საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესის დაჩქარებაზე შეთანხმდნენ.
„როგორც კომისიის სხდომაზე, ისე ორმხრივ შეხვედრაზე ჩვენ შევეხეთ საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხს. ამის ნაწილია გარეჯის მონასტერიც და შესაბამისი ტერიტორია. ჩვენ გამოვთქვით იმედი, რომ ძალიან სწრაფი ტემპით გაგრძელდება მუშაობა საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციაზე. არანაირი ცვლილება არ გვაქვს გასული მრავალი წლის განმავლობაში საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით და ჩვენ გვჭირდება სწრაფი წინსვლა. ეს არის ჩვენი თხოვნა და მოწოდება აზერბაიჯანული მხარის მიმართ, რაზეც ძალიან მეგობრული პასუხი მივიღეთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ დავაჩქარებთ იმ პროცესებს, რომლებიც საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციასთან იქნება დაკავშირებული“, - განაცხადა პრემიერმა.