ირაკლი კობახიძე: გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკ-ი, ჩვენ კონსულტაციები გვაქვს სემეკ-თან, თუმცა უნდა დაველოდოთ მის გადაწყვეტილებას

30 ოქტ 2026

გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკ-ი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნულ საკითხზე სემეკ-თან კონსულტაციები მიმდინარეობს.

„გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკ-ი და ჩვენ, ყველანი ვალდებულები ვართ, დაველოდოთ სემეკ-ის გადაწყვეტილებას, ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა. ჩვენ კონსულტაციები გვაქვს სემეკ-თან, თუმცა გადაწყვეტილებას იღებს სემეკ-ი. აქედან გამომდინარე, უნდა დაველოდოთ სემეკ-ის გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებას იღებს სემეკ-ი, კონსტიტუცია ადგენს ამას და სემეკ-ის ნაცვლად მე არ მაქვს განცხადების გაკეთების უფლება“, - განაცხადა პრემიერმა.