30 ოქტ 2026
ევროკავშირი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას აფინანსებდა, რომლებიც მობილიზებას აკეთებდნენ, რომ ხალხი ქუჩაში გამოეყვანათ. დარწმუნებული ვარ, საფრანგეთის ხელისუფლებას ეს ყველაფერი არ მოსწონს და რატომღაც მაშინ მოსწონდა, როდესაც მსგავსი მოქმედებები საქართველოში ხდებოდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა ეს ყველაფერი უკან მიუბრუნდათ.
„საქართველოში ზუსტად იგივე ხდებოდა, რაც საფრანგეთში. ევროკავშირი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას აფინანსებდა, რომლებიც მობილიზებას აკეთებდნენ, რომ ქუჩაში ხალხი გამოეყვანათ და ხელისუფლებასა და ხალხს შორის შეტაკება მომხდარიყო. აფინანსებდნენ სიძულვილის ენას. დარწმუნებული ვარ, საფრანგეთის ხელისუფლებას ეს ყველაფერი არ მოსწონს და რატომღაც მაშინ მოსწონდა, როდესაც მსგავსი მოქმედებები საქართველოში ხდებოდა. ალბათ ამ ყველაფერს საფრანგეთის ხელისუფლება კრიტიკით ხვდება, ეს პროცესი არ მოეწონება და ამას აღიარებენ შიდა პოლიტიკაში ჩარევად. საქართველოში როდესაც მსგავსი რაღაცები ხდებოდა, მაშინ ევროკავშირი საქართველოში იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებდა, რომლებიც დესტრუქციას აწყობდნენ და ხელისუფლების ძალისმიერ დამხობას აფინანსებდნენ. ის რატომღაც იყო მისაღები საფრანგეთის ხელისუფლებისთვის. ზოგადად, ისინი იყვნენ ამ ყველაფრის თავიდან ბოლომდე თავში. ახლა ეს ყველაფერი უკან მიუბრუნდათ“, - განაცხადა ჭეიშვილმა.
ცნობისთვის, უცხოურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საფრანგეთსა და იტალიაში საპროტესტო აქციების მხარდაჭერასა და ორგანიზებაში ჩართული ხუთი ორგანიზაცია და პროფკავშირი ევროკავშირის დაფინანსებას იღებდა.