სპორტის მინისტრი წარმატებულ მოკრივეებს შეხვდა

30 ოქტ 2026

საქართველოს სპორტის მინისტრმა 15 და 17 წლამდე მოკრივეთა ნაკრებებს ევროპის ჩემპიონატზე, ხოლო 19-წლამდელ მოკრივეს მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეული შედეგები მიულოცა. ქართველმა სპორტსმენებმა ჯამში 11 მედალი მოიპოვეს.

საქართველოს 15 წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ექვსი მედალი მოიპოვა: ერთი ოქრო, სამი ვერცხლი და ორი ბრინჯაო.

ევროპის ჩემპიონობა ელენე დვალმა იზეიმა, ვიცე-ჩემპიონები კი ნინი ჭითანავა, ნიკოლოზ ხოფერია და ზაქარია წიკლაური გახდნენ.

ბრინჯაოს მედლები ალექსი სულხანიშვილმა და ნიკა ჯანჯღავამ მოიპოვეს.

საქართველოს 17 წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ოთხი მედლით დაასრულა - ერთი ოქროთი და სამი ბრინჯაოთი.

ევროპის ჩემპიონობა ნიკოლოზ ხიზანიშვილმა იზეიმა, ბრინჯაოს პრიზიორები კი მათე ვოლოშინი, ანასტასია ჩოკორაია და ლიზა ლობჟანიძე გახდნენ.

19-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ქართველმა მოკრივემ, შალვა ბერიძემ, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.