30 ოქტ 2026
ჰორმუზის სრუტეში ტანკერს მცირე ზომის ნავი შეეჯახა, რომლის კორპუსზეც ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამაგრებული. ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების სამსახური ავრცელებს.
შეჯახების შედეგად მომხდარმა აფეთქებებმა ტანკერის ძრავის განყოფილებაში ხანძარი გამოიწვია, რის გამოც გემი დროებით მწყობრიდან გამოვიდა.
უწყების ბოლო ინფორმაციით, ეკიპაჟის წევრები უსაფრთხოდ არიან, გარემოსთვის ზიანი არ მიყენებულა, ხანძარი კი ლიკვიდირებულია.