ბოსნია და ჰერცეგოვინაში იტალიის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა

30 ოქტ 2026

ბოსნია და ჰერცეგოვინაში ევროკავშირის სამშვიდობო მისიის ფარგლებში მოქმედი იტალიური სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა. ოთხი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა - ინფორმაციას  იტალიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების  განცხადებით,  დაღუპულთაგან ორი იტალიის არმიის წევრი იყო, ორი კი - იტალიის წითელი ჯვრის მოხალისეთა სამხედრო კორპუსის წარმომადგენელი.

11-ვე დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ბორტზე სულ 15 ადამიანი იმყოფებოდა.