ვლადიმერ პუტინი - რუსეთი მხარს უჭერს ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ევროპულ ქვეყნებთან ურთიერთობების აღდგენისკენ არის მიმართული

30 ოქტ 2026

რუსეთი მხარს უჭერს ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ევროპულ ქვეყნებთან ურთიერთობების აღდგენისკენ არის მიმართული, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა ნორვეგიისა და ფინეთის ლიდერებთან სატელეფონო საუბრების კომენტირებისას.

პუტინის თქმით, რუსეთი მზად არის ევროპასთან შესაძლო ომისთვის, თუმცა ომი არ სურს.

რუსეთის პრეზიდენტმა მხარეები გააფრთხილა, რომ დაძაბულობის ზედმეტად გამწვავების შემთხვევაში გამარჯვებული არავინ დარჩება.