რუსეთი ბალისტიკური რაკეტებით ახალი დარტყმებისთვის ემზადება - ზელენსკი

30 ოქტ 2026

უკრაინას აქვს ინფორმაცია რუსეთის მხრიდან ბალისტიკური რაკეტებით ახალი დარტყმების დაგეგმვის შესახებ და საჭიროებს საშუალებებს, რათა საპასუხო ზომები მიიღოს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა უკრაინის დასავლელ მოკავშირეებს, რუსეთის თავდასხმების მოსაგერიებლად ქვეყანას მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა მიაწოდონ.

საუბარია ამერიკული „პეტრიოტის“ სისტემებისთვის განკუთვნილ რაკეტებზე. უკრაინის პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა რუსეთის სამიზნეებზე განხორციელებული შორი მოქმედების დარტყმებიც.