30 ოქტ 2026
ამერიკელი ტუროპერატორების ჯგუფი საქართველოს ტურისტულ მიმართულებებს გაეცნო. თბილისის ტურისტული ადგილების მონახულების გარდა, ამერიკელი ტუროპერატორები სიღნაღში, წინანდალში, ვარდისუბანში, ალვანში, ყვარელსა და ნაფარეულში იმყოფებოდნენ.
მათ ასევე მონაწილეობა მიიღეს რთველში, დაათვალიერეს ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი და ქვევრის დამზადების მასტერკლასს დაესწრნენ.
კახეთის შემდეგ უცხოელი ტუროპერატორები მცხეთასა და მუხრანს ეწვივნენ.