საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ფაქტორინგთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრებს მართავს

30 ოქტ 2026

საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ფაქტორინგის საკითხებზე სამუშაო შეხვედრებს მართავს. შეხვედრები საქართველოში ფაქტორინგის ბაზრის განვითარებასა და ბიზნესის დაფინანსების ალტერნატიული შესაძლებლობების განხილვას დაეთმობა.

ასევე, იმსჯელებენ სექტორის განვითარების ხელშემწყობ მარეგულირებელ, ფინანსურ და ტექნოლოგიურ მექანიზმებზე.

მიმდინარე წელს საქართველოში ამოქმედდა კანონი „ფაქტორინგის შესახებ“, რომლის მიზანია გამჭვირვალე, უსაფრთხო და მასშტაბური ფაქტორინგის ბაზრის ჩამოყალიბება.