ბორჯღალოსნების მეტოქეები ცნობილია - საქართველო რაგბი ევროპის 2027 წლის ჩემპიონატს პოლონეთთან მატჩით დაიწყებს

30 ოქტ 2026

რაგბი ევროპამ 2027 წლის ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა. ვინაიდან საქართველოს გასული ორი წლის ჩემპიონატების ჯამში საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა, ის A ჯგუფში პირველ ნომრად განითესა. ჯგუფურ ეტაპზე კი რუმინეთს, ბელგიასა და პოლონეთს დაუპირისპირდება.

B ჯგუფში პორტუგალია, ესპანეთი, ნიდერლანდები და შვეიცარია მოხვდნენ. ბორჯღალოსნები ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს 6 თებერვალს სტუმრად, პოლონეთის წინააღმდეგ გამართავენ.

13 თებერვალს საქართველოს ნაკრები ბრიუსელში ბელგიას ეთამაშება, 20 თებერვალს კი რუმინეთს თბილისში დაუპირისპირდება. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ გაირკვევა, ვინ იქნება ჩვენი მეტოქე ნახევარფინალში და სად გაიმართება შეხვედრა.

რაგბი ევროპის ჩემპიონი აქამდე 24-ჯერ გამოვლენილა და საქართველო ერთპიროვნული ლიდერია - თასი 17-ჯერ აქვს მოგებული, მათ შორის, ზედიზედ 8-ჯერ, 2018-2025 წლებში.

გასულ წელს საქართველომ ფინალი პორტუგალიასთან დათმო, რომელმაც ტიტული მეორედ მოიპოვა, ხოლო ჩემპიონი რუმინეთი 5-ჯერ გახდა.