30 ოქტ 2026
იტალიის სერია A-ს მეცხრე ტურში გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ „ლეჩე“ ანგარიშით 5:1 დაამარცხა. ქართველმა შემტევმა კი თავი ორი საგოლე გადაცემითა და მოპოვებული პენალტით გამოიჩინა.
კვერნაძემ პირველი ტაიმის მიწურულს პენალტი გამოიმუშავა, რომელიც ჯაკომო კალომ ზუსტად შეასრულა. მეორე ტაიმის დასაწყისში კი გიორგის გადაცემით სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირმა, ანტონიო რაიმონდომ, გაიტანა და ანგარიში 3:0 გახადა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გიორგიმ მეორე საგოლე გადაცემაც მიითვალა, როდესაც დანიელ ბირლიჯეამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ქართველ ფეხბურთელს სერია A-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 9 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, 3 საგოლე გადაცემა შესრულებული და ერთხელ პენალტიც გამოიმუშავა.
გარდა ამისა, იტალიის თასზე ჩატარებულ ერთ შეხვედრაში კვერნაძე ორი გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით გამოირჩა.
„ფროზინონე“ 17 ქულით მეექვსე ადგილზეა და მომდევნო ტურში, პირველ ნოემბერს, „ტორინოს“ უმასპინძლებს.