30 ოქტ 2026
საუდის პრო ლიგის მე-12 ტურში „ალ-ნასრმა“ „ალ-ხოლოდი“ ანგარიშით 5:3 დაამარცხა, კრიშტიანუ რონალდუმ კი მორიგი გოლები გაიტანა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ჰეთ-თრიქი შეასრულა.
რონალდუმ მეორე ტაიმში, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, მეტოქის კარი სამჯერ აიღო და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.
საუდის პრო ლიგის მიმდინარე სეზონში რონალდუს 10 მატჩში 7 გოლი დაუგროვდა, ხოლო 1000-გოლიან ნიშნულს კიდევ უფრო მიუახლოვდა - კარიერაში მის ანგარიშზე უკვე 985 გოლია.