თბილისში ევროპის ენციკლოპედიათა ქსელის კონფერენცია იმართება

29 ოქტ 2026

თბილისში ევროპის ენციკლოპედიათა ქსელის კონფერენცია იმართება.

სამდღიანი კონფერენცია ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის დაარსებიდან 60 წლისთავს ეძღვნება. მასში ევროპის 15 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია 1966 წლის 16 მარტს, ირაკლი აბაშიძის თაოსნობით დაარსდა.

კონფერენცია განათლების მინისტრმა გახსნა. უწყების ინფორმაციით, ევროპის ენციკლოპედიათა ქსელში გაერთიანება ქართული ენციკლოპედიისთვის საერთაშორისო პროფესიული თანამშრომლობის, გამოცდილების გაზიარებისა და თანამედროვე საინფორმაციო გამოწვევებზე ერთობლივი მსჯელობის შესაძლებლობაა.