29 ოქტ 2026
სინგაპურში აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური ფორუმი SWITCH 2026 გრძელდება.
პანელურ დისკუსიებში მონაწილეობა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა მიიღეს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა, ფორუმზე საქართველოს სწრაფ ეკონომიკურ ზრდასა და მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე ისაუბრა.
გამოსვლისას ნადარეიშვილმა ყურადღება გაამახვილა „შუა დერეფანში“ საქართველოს როლზე. როგორც მან აღნიშნა, ბოლო წლებში მიმდინარე გეოპოლიტიკურმა ვითარებამ, ამ დერეფნის მნიშვნელობა და მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ.