თურქეთის პოპულარულ კურორტ კაპადოკიაში, ძლიერი წვიმის შედეგად, ე.წ. „ფერიების საკვამურების“ -ვულკანური  წარმონაქმნების ნაწილი ჩამოიშალა

29 ოქტ 2026

თურქეთის პოპულარულ ტურისტულ რეგიონ კაპადოკიაში ძლიერი წვიმის შედეგად ე.წ. „ფერიების საკვამურების“ - ვულკანური წარმონაქმნების - ნაწილი ჩამოიშალა.

ადგილობრივი გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა. ძლიერი წვიმის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა, ჩამოშლილი ქანები კი გორემეს ღია ცის ქვეშ მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ ადამიანებს დაეცა.

ცენტრალურ თურქეთში მდებარე კაპადოკია პოპულარული ტურისტული მიმართულებაა, რომელიც უნიკალური გეოლოგიური წარმონაქმნებით - ე.წ. „ფერიების საკვამურებით“ - არის ცნობილი. ჯერჯერობით უცნობია დაღუპულთა და დაშავებულთა მოქალაქეობა.