საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა მეშვიდე დღე დასრულდა

29 ოქტ 2026

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვისთვის დღევანდელი სხდომა დასრულდა.

სამართლებრივი ახსნა-განმარტებისთვის ტრიბუნა დღეს პარტიების „კოალიაცია ცვლილებებისთვისა“ და „ლელოს“ წევრებმა გამოიყენეს.

სასამართლოზე იყო კამათი: მოსამართლემ რამდენჯერმე შეაწყვეტინა სიტყვა მოპასუხე მხარეებს და ურჩია, ტრიბუნა არა პოლიტიკური შეფასებებისთვის, არამედ სამართლებრივი ახსნა-განმარტებისთვის გამოეყენებინათ.

ოპოზიციის მხრიდან ისმოდა კრიტიკა და ბრალდებები, რომ მოსარჩელე მხარე კონსტიტუციური გადატრიალებისთვის ნიადაგს ამზადებს.

ოპონენტების ამ განცხადებების საპასუხოდ კი ისმოდა კონტრარგუმენტები მმართველი პარტიიდან.

სარჩელის ავტორებმა ოპოზიციური ფლანგის წარმომადგენლები ტყუილში დაადანაშაულეს  და ახნსა განმარტებების დროს სარჩელის საპირწონედ მოყვანილი არგუმენტებიც დაუწუნეს.