დღეს ტყიბულში დასაქმების ფორუმი გაიმართა

29 ოქტ 2026

დღეს ტყიბულში დასაქმების ფორუმი გაიმართა. ფორუმი კომპანია „საქნახშირმა“ მოაწყო, რომელიც 2006 წლიდან სამთო-მოპოვებით საქმიანობას ახორციელებს.

კომპანია დასაქმების მსურველებს 14 პოზიციაზე სთავაზობდა ვაკანსიებს, მათ შორის — მიწისქვეშა სამუშაოების მიმართულებით.

ფორუმის მიზანია სამთო-მოპოვებითი საქმიანობის პოპულარიზაცია, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, მოსახლეობის დასაქმება და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა. ასევე, დეფიციტურ პროფესიებში კადრების მომზადება, გადამზადება და პროფესიული განვითარება.

დასაქმების მსურველებს დღეს შესაძლებლობა ჰქონდათ, კომპანიის წარმომადგენლებს შეხვედროდნენ და დასაქმების პერსპექტივების შესახებ ინფორმაცია უშუალოდ მათგან მიეღოთ.