29 ოქტ 2026
დღეს ქედაში საკრებულოს სხდომა გაიმართა. დეპუტატების გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის ზოგიერთი შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის მიღების პროცედურა მარტივდება.
ასევე, დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს კოლეჯ „ბლექსისთვის“ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, უვადოდ და უსასყიდლოდ, უზუფრუქტის ფორმით გადაცემას.
სხდომაზე მოისმინეს ადგილობრივი ბიუჯეტის 2026 წლის III კვარტლის შესრულების ანგარიში, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის 2025 წლის ანგარიში, ასევე შპს „ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრის“ 2025 წლის სამუშაო ანგარიში.