ხულოს მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები იგეგმება

29 ოქტ 2026

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებები განიხილეს.

დაგეგმილი ცვლილებებით, დამატებითი დაფინანსება გათვალისწინებულია გარე განათების ქსელის მოვლა-ექსპლუატაციისთვის, კულტურული ღონისძიებებისთვის, სამედიცინო მომსახურებისა და საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამებისთვის.

ასევე, მუნიციპალიტეტი ორ ერთეულ სპეციალურ ტექნიკას შეიძენს.

დღესვე სხდომაზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებებიც განიხილეს.