უცხოური მედია საპროტესტო აქციების მხარდაჭერაში ჩართული ორგანიზაციების დაფინანსების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

29 ოქტ 2026

ქართულ პოლიტიკურ სპექტრში უცხოური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან. გავრცელებული ცნობების მიხედვით, საფრანგეთსა და იტალიაში საპროტესტო აქციების მხარდაჭერაში ჩართული ხუთი ორგანიზაცია და პროფკავშირი ევროკავშირის დაფინანსებას იღებდა.

„ქართულ ოცნებაში“ აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ევრობიუროკრატია სხვადასხვა ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევას ცდილობს. მათივე შეფასებით, გარე ძალების რესურსით არეულობის მოწყობის ფაქტები საქართველოშიც ფიქსირდება.

ცნობისთვის, კონკრეტული ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციას გამოცემა Visegrád 24 ავრცელებს. ასევე, Fox News Digital-ის გამოძიების საფუძველზე მომზადდა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, 13 ქვეყანაში გამოვლინდა 101 ორგანიზაცია, რომლებიც, ანგარიშის თანახმად, „არეულობებს კოორდინაციას ან ორგანიზებას უწევდნენ ან პროტესტის მასშტაბებს ზრდიდნენ“.