საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა გრძელდება

29 ოქტ 2026

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვისთვის დღევანდელი სხდომა დასასრულს უახლოვდება.

სამართლებრივი ახსნა-განმარტებისთვის ტრიბუნა დღეს პარტიების „კოალიაცია ცვლილებებისთვისა“ და „ლელოს“ წევრებმა გამოიყენეს.

სასამართლოზე იყო კამათი: მოსამართლემ რამდენჯერმე შეაწყვეტინა სიტყვა მოპასუხე მხარეებს და ურჩია, ტრიბუნა არა პოლიტიკური შეფასებებისთვის, არამედ სამართლებრივი ახსნა-განმარტებისთვის გამოეყენებინათ.

ოპოზიციის მხრიდან ისმოდა კრიტიკა და ბრალდებები, რომ მოსარჩელე მხარე კონსტიტუციური გადატრიალებისთვის ნიადაგს ამზადებს.