ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძარცვისა და გამოძალვის ბრალდებით 7 პირია  დაკავებული

29 ოქტ 2026

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძარცვისა და გამოძალვის ბრალდებით 7 პირია  დაკავებული.

გამოძიების ინფორმაციით  ისინი სხვადასხვა სოციალურ ქსელში მდედრობითი სქესის სახელით ყალბ პროფილებს ქმნიდნენ,  მამაკაცებს უკავშირდებოდნენ და გაცნობის საბაბით წინასწარ შერჩეულ ადგილებზე შეხვედრებს უნიშნავდნენ, დათქმულ ადგილზე მისულ პირებს კი ჯგუფურად  განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდნენ. 

ადამიანების ცემისა და დამცირების პროცესს  კი მობილური ტელეფონებით იღებდნენ და სოციალურ ქსელში ავრცელებდნენ.