29 ოქტ 2026
ხელვაჩაურის 2026 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილება შევიდა და ბიუჯეტი 682 ათას 974 ლარით გაიზარდა. ჯამში 75 მილიონი ლარია. თანხები ჯანდაცვის, კულტურისა და სპორტულ პროექტებზე გადანაწილდება.
დღესვე საკრებულოს წევრებმა მიიღეს განკარგულების პროექტი, რომელიც 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სამი კვარტლის ანგარიშს ეხებოდა. შემოსულების ნაწილში ბიუჯეტი 94-ით, ხარჯვით ნაწილში კი 83%-ით შესრულდა.
დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე გახდა ასევე ცნობილი, რომ სოფელ ერგეში სოციალური სახლის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა და 121 ეკომიგრანტი ოჯახი აჭარის მთავრობისგან მალე სრულად გარემონტებულ ბინებს მიღებს.
სხდომაზე კითხვები ჰქონდა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" საკრებულოს წევრს მუხრან გორგაძეს. მისი რწმუნებით, ფერიისა და ზედა კაპრეშუმის ცენტრალური გზებისა და ხიდების მშენებლობა დათქმულ ვადებში არ სრულდება. ოპოზიციის შენიშვნას, ტარიელ ნაკაიძემ უპასუხა და როგორც განმარტა, აღნიშნული პროექტები ბიუჯეტიდან არ ხორციელდება, სამუშაოებს საგზაო დეპარტამენტი ასრულებს.