ლუქსემბურგში ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები იკრიბებიან

29 ოქტ 2026

ლუქსემბურგში ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები შეიკრიბებიან. მინისტერიალზე ზამთრის გათბობის სეზონის წინ ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხზე იმსჯელებენ.

შეხვედრა ირანში, უკრაინასა და იემენში მიმდინარე ომების ფონზე მიმდინარეობს, რამაც ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასების გაზრდა გამოიწვია. 

ევროკავშირის ქვეყნები ასევე განიხილავენ კომისიის წინადადებას ელექტროენერგიის გადასახადების შემცირების შესახებ.