უცხოური მედიის ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საფრანგეთსა და იტალიაში საპროტესტო აქციების მხარდაჭერაში ჩართული 5 ორგანიზაცია და პროფკავშირი ევროკავშირის დაფინანსებას იღებდა, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გამოხმაურებების თემაა

29 ოქტ 2026

ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გამოხმაურებების თემაა უცხოური მედიის ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საფრანგეთსა და იტალიაში საპროტესტო აქციების მხარდაჭერაში ჩართული 5 ორგანიზაცია და პროფკავშირი ევროკავშირის დაფინანსებას იღებდა.

„ქართულ  ოცნებაში“ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ ევრობიუროკრატია სხვადასხვა ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევას ცდილობს და გარე ძალების რესურსით არეულობის მოწყობის ფაქტები საქართველოშიც ფიქსირდება.

ცნობისთვის, ინფორმაციას კონკრეტული ორგანიზაციების შესახებ "ვიშეგრად 24" ავრცელებს. კიდევ ერთი ანგარიში მომზადდა Fox News Digital-ის გამოძიების საფუძველზე, რომელმაც 13 ქვეყანაში 101 ისეთი ორგანიზაცია გამოავლინა, რომლებიც ანგარიშის მიხედვით: „არეულობებს კოორდინაციას ან ორგანიზებას უწევდნენ, ან პროტესტის მასშტაბებს ზრდიდნენ“.