29 ოქტ 2026
აჭარის უმაღლეს საბჭოში ავტონომიური რესპუბლიკის 2027 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტისა და 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვის პროცედურები იწყება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი კანონის პროექტი და მისი თანმდევი პრიორიტეტების დოკუმენტი უმაღლეს საბჭოში კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში შემოვიდა. ბიუროს გადაწყვეტილებით, კომიტეტებსა და ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ განხილვისთვის ვადა 12, ხოლო წამყვან კომიტეტს - 18 ნოემბრამდე განესაზღვრათ.
მომავალი წლის ბიუჯეტის კანონპროექტსა და 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტს სხდომებზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი - ედნარ ნატარიძე წარადგენს.