29 ოქტ 2026
ბათუმის "დინამო" საქართველოს თასის გათამაშების ფინალშია, სადაც "გაგრას" შეხვდება. პირველი ტაიმის შემდეგ ზღვისპირელები შოთა შეყილაძის გოლით მარცხდებოდნენ, თუმცა მატჩის მეორე ნახევარში ვითარება გამოასწორეს და მეტოქეს სამი ბურთი გაუტანეს. თავი კარლსონმა, მაურიდესმა და იმრანმა გამოიჩინეს.
ბათუმის „დინამო“ თასის ფინალში „გაგრას“ დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ ნახევარფინალში „რუსთავი“ დაამარცხა.