29 ოქტ 2026
ისრაელის არაბი მოქალაქეები, პარლამენტში მანდატების რეკორდულ რაოდენობას მოიპოვებენ. სამშაბათს გამართულ არჩევნებში მათ მაღალი აქტივობა, ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის პოლიტიკამ განაპირობა - პოლიტიკამ, რომელსაც ისინი რასისტულს უწოდებენ.
მიუხედავად იმისა, რომ მათ, ხელი შეუშალეს ნეთანიაჰუსა და მისი ულტრამემარჯვენე მოკავშირეების დამაჯერებელ გამარჯვებას, ისრაელის 21%-იანი არაბული უმცირესობის წარმომადგენელი პარტიების გარეშე პრემიერ-მინისტრის მთავარ ოპონენტს გადი აიზენკოტს ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არ გააჩნია.