29 ოქტ 2026
"საზღვაო კვლევები და განათლება გლობალურ კონტექსტში" - ამ სახელწოდებით ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მიმდინარეობს.
კონფერენციაში ქართველი და უცხოელი მეცნიერები, მკვლევრები და სტუდენტები მონაწილეობენ.
განიხილავენ საზღვაო განათლების, თანამედროვე ტექნოლოგიების, ეკოლოგიური მდგრადობისა და საზღვაო ტრანსპორტის განვითარების მნიშვნელოვან საკითხებს.
ღონისძიების მიზანი საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება და საზღვაო სფეროში სამეცნიერო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაა.