29 ოქტ 2026
ქართლის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს. დეპარტამენტის თანამშრომლებს ახლად დანიშნული დირექტორი ივანე მჭედლიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ წარუდგინა.
ივანე მჭედლიშვილი ამ დრომდე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. მას შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.