29 ოქტ 2026
საქართველოს სწრაფ ეკონომიკურ ზრდასა და მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე ისაუბრა სინგაპურში აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური ფორუმის ფარგლებში პანელურ დისკუსიაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
ირაკლი ნადარეიშვილმა აღნიშნა, რომ 2021–2025 წლებში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი საშუალოდ წლიურად 9,3%-ით იზრდებოდა, ექსპორტი გაორმაგდა, ხოლო პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა წლიურად ქვეყნის მშპ-ს 6,3%-ს შეადგინა.
მისივე თქმით, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების უმეტესობა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოსთვის 6%-მდე ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.