29 ოქტ 2026
ერთი საათია, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს, სადაც მეორე კვირაა 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხს განიხილავენ.
სასამართლო ახსნა-განმარტების ეტაპზე რჩება და ნიკა გვარამიას უსმენს.
"კოალიცია ცვლილებისთვის" წარმომადგენლები მოსამართლეთა კოლეგიის წინაშე გუშინაც წარდგნენ.
''ცდილობენ ისრების გადმოტანას ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხარეს და იმგვარი ნარატივის ტირაჟირებას ახდენენ, რომლის მიხედვითაც, ვითომდა „ქართული ოცნება“ ყოფილა კონსტიტუციის დამრღვევი პოლიტიკური ძალა, რაც არის, ერთი მხრივ, უბრალოდ ღიმილისმომგვრელი, მაგრამ, მეორე მხრივ, ისინი ამით ფაქტობრივად ადასტურებენ ჩვენსავე მტკიცებას, მათ შორის, სარჩელში მოყვანილ შესაბამის პასაჟს იმასთან დაკავშირებით, რომ წლების განმავლობაში სწორედ „ნაცმოძრაობა“, მისი განშტოებები ცდილობენ იმას, რომ შიდა დონეზე თუ საგარეო დონეზე ლეგიტიმაციის არაღიარების კონტექსტში წარმოგვაჩინონ ჩვენ, როგორც არაკონსტიტუციური პოლიტიკური ძალა და როდესაც ახლა უკვე ჩვენ საკონსტიტუციო მართლმსაჯულების წინაშე ვიმყოფებით, აქ უნდა გაირკვეს, ბოლოს და ბოლოს, აი ამ ორ პოლიტიკურ ძალას შორის რომელი არის კონსტიტუციური და რომელი არაკონსტიტუციური. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი მხრიდან არის როგორც რიტორიკული კითხვა, ისე დასმული იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენსავე სარჩელში არის იმის არაერთი მტკიცებულება და ასობით შესაბამისი წყარო თუ ფაქტობრივი გარემოება მოყვანილი, რომელიც ადასტურებს, რომ თუკი ვინმეს შეიძლება საქართველოში კონსტიტუციის დარღვევა ჰბრალდებოდეს, ეს არის სწორედაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მისი განშტოებები'' - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.