საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა - დღეს პლენუმი "კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლებს უსმენდა

28 ოქტ 2026

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით წარდგენილი სარჩელის განხილვა გრძელდება.

დღეს პლენუმი "კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლებს უსმენდა. მოპასუხე მხარემ სარჩელში მოყვანილი ბრალდებები გააპროტესტა და პარტიების აკრძალვის სამართლებრივ საფუძვლებზე ისაუბრა.

 მოსარჩელე მხარე კი აცხადებს, რომ ოპოზიციის არგუმენტებს შესაბამისი ფაქტებითა და მტკიცებულებებით უპასუხებს. უფრო ვრცლად დღევანდელი პროცესის შესახებ ვნახოთ რეპორტაჟი