64-მდე დაღუპული და 100-ზე მეტი დაშავებული - ესპანეთში მადრიდისკენ მიმავალი ჩქაროსნული მატარებლები ერთმანეთს შეეჯახა

28 ოქტ 2026


ესპანეთში, ტოლედოს პროვინციაში, მადრიდისკენ მიმავალი ჩქაროსნული მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 64-მდე გაიზარდა. 100-ზე მეტი კი დაშავდა.

ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს, მობილიზებულია სამედიცინო ბრიგადები. შემთხვევის გამო შეწყვეტილია სარკინიგზო მიმოსვლა მადრიდს, სიუდად-რეალსა და ანდალუსიას შორის.

რეგიონში ამოქმედდა საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმით გათვალისწინებული ზომები.