მიხეილ ყაველაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში, ტოლედოს პროვინციაში მატარებლების შეჯახების შედეგად გამოწვეული მსხვერპლის გამო

28 ოქტ 2026

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ესპანეთში მომხდარი ტრაგედიის გამო, მწუხარებას გამოთქვამს. 

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში, ტოლედოს პროვინციაში მატარებლების შეჯახების შედეგად გამოწვეული მსხვერპლის გამო.

ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ამ მძიმე წუთებში ჩვენი თანადგომა ესპანელ ხალხს", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

ესპანეთში, ჩქაროსნული მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 64-მდე გაიზარდა.