საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა გრძელდება - პლენუმი მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებებს ისმენს

28 ოქტ 2026

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესახებ წარდგენილი სარჩელის განხილვა გრძელდება. პლენუმი მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებებს ისმენს.   

პარტია "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრები ამბობენ, რომ სარჩელში არ არის წარმოდგენილი პარტიის ოფიციალური განცხადებები და ძალადობის კონკრეტული ფაქტები, რომლებიც უშუალოდ ამ პოლიტიკურ გაერთიანებას ან მის წევრებს უკავშირდება.