28 ოქტ 2026
ესპანეთში, ტოლედოს პროვინციაში, მადრიდისკენ მიმავალი ჩქაროსნული მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 64-მდე გაიზარდა. 100-ზე მეტი კი დაშავდა. ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს, მობილიზებულია სამედიცინო ბრიგადები.
შემთხვევის გამო შეწყვეტილია სარკინიგზო მიმოსვლა მადრიდს, სიუდად-რეალსა და ანდალუსიას შორის. რეგიონში ამოქმედდა საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმით გათვალისწინებული ზომები. ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.