28 ოქტ 2026
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება საერთაშორისო მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ევროკავშირი საფრანგეთსა და იტალიაში საპროტესტო აქციების მხარდაჭერასა და ორგანიზებაში ჩართულ ორგანიზაციებს აფინანსებდა.
როგორც პაპუაშვილი წერს, რთულია, ეჭვი შეგეპაროს ამ ინფორმაციის სისწორეში.
„რთულია, ამ ინფორმაციის სისწორეში შეგეპაროს ეჭვი, როდესაც დადასტურებულად ვიცით, რომ ევროკავშირის ფულით საქართველოში არა მხოლოდ რადიკალური ჯგუფები, არამედ მოლოტოვის კოქტეილის კამპანია და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის აღჭურვილობა ფინანსდებოდა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
ცნობისთვის, საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთსა და იტალიაში საპროტესტო აქციების მხარდაჭერასა და ორგანიზებაში ჩართული ადამიანის უფლებათა ხუთი ორგანიზაცია და პროფკავშირი ევროკავშირის დაფინანსებას იღებდა.