28 ოქტ 2026
ბატონი თენგიზი დედის ორმოცის გამო ვერ ესწრება სასამართლო სხდომას და ეს არარაობა ქილიკობს...- ამის შესახებ, პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე, ანა წითლიძის პოსტთან დაკავშირებით წერს.
წითლიძემ მანამდე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თენგიზ შარმანაშვილი უკვე ორი დღეა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებს არ ესწრება.
“ეს არის კოლექტიური ნაც-მოძრაობის მორალური სახე.
ჯერ იყო და მისი კრიმინალური პარტიის დანაშაულებები "აპრავა", ათასობით მსხვერპლს დასცინა, სააკაშვილის რეჟიმისგან მოკლული ადამიანების ხსოვნას გადაუარა და ახლა, ვითომ ქილიკობს ჭირისუფალ ადამიანზე?!
არ უნდა აიკრძალოთ კი არა, აუცილებლად უნდა გაქრეთ, პოლიტიკური სივრციდან!”- წერს ქადაგიძე.
მოგვიანებით წითლიძემ სტატუსი დაარედაქტირა და განმარტა, რომ შარმანაშვილის დედის ორმოცის შესახებ მხოლოდ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ შეიტყო.