28 ოქტ 2026, 15:31
1თბილისის ქალთა გუნდი ესპანეთის მესამე საერთაშორისო საგუნდო კონკურსის ოქროს მედლის მფლობელია. კონკურსში 25 ქვეყნის 38 გუნდი მონაწილეობდა.
თბილისის ქალთა გუნდი იმ სამ საუკეთესო მონაწილეს შორის მოხვდა, რომლებიც ბარსელონას ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობაში - საგრადა ფამილიაში გამართული კონცერტისთვის შეარჩიეს.
კონკურსი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც საგუნდო ხელოვნების განვითარებისთვის ფართო კულტურულ და პროფესიულ სივრცეს ქმნის.