28 ოქტ 2026
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ერევანში ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა კონფერენციის მე-17 შეხვედრაში მონაწილეობს.
დავით სონღულაშვილი ევროპის საბჭოს სოციალური უფლებების, ჯანმრთელობისა და გარემოს დირექტორატის ხელმძღვანელს და ბერნის კონვენციის გენერალურ მდივანს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პავილიონში გაიმართა ღონისძიება "დაცული ტერიტორიების გაძლიერება ბერნის კონვენციის ფარგლებში“, დავით სონღულაშვილმა დაცული ტერიტორიების გაფართოებაზე ისაუბრა.