ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტში სტაჟიორებისთვის ღონისძიება გაიმართა

28 ოქტ 2026

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის სტაჟიორებისთვის საკანონმდებლო ორგანოში ღონისძიება გაიმართა. 

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარემ და ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა მიმართეს.

სასულიერო პირმა წარადგინა მოხსენება თემაზე „საქართველოს ქრისტიანული მემკვიდრეობა და მისი როლი ეროვნული იდენტობის ჩამოყალიბებაში“.